ეს რა მამა მყოლია!


ეს  რა  მამა  მყოლია,
(ლექსად  მაქვს  მოსაყოლი)
დღეს, მამიკომ  ფეხბურთში,
გაიტანა  ცხრა  გოლი.

მხოლოდ  ბურთის  გატანა,
არის  მისი  მიზანი;
ის  ხან  ლეო  მესია,
ხან  კი  ,,ზიზუ"-ზიდანი.

რა  კარგია, ფეხბურთი
ვისაც  მოუგონია;
ვინმემ  მამას  აჯობოს?
რაღაც  არა  მგონია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი