ფისო მიწევს ფეხებთან
- თამუნია, რა მოხდა? ასე რად გეცინება? - დედი! გითხრა? მაშ, გეტყვი, ვიცი, არ გეწყინება. ფისო მიწევს ფეხებთან, ძაან მეღიტინება. დარჩეს ფისო, ფეხები აღარ გამეყინება; ასე, თბილად ვიქნებით, ტკბილად ჩაგვეძინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი