დედი, უთხარ პიკოსა...


დედი, უთხარ  პიკოსა,
რომ  ჭკვიანად  იყოსა;
ჩემი  ქვიშის  სასახლე,
აღარ  დამინგრიოსა!

პიკოს  სულ  არ  აწუხებს,
რას  ვაკეთებ, რას  ვშვრები;
კიდევ  თუ  გამაბრაზებს,
აღარ  ვეთამაშები!

რას  ყეფ, პიკო, რა  გინდა?
შენთვის  ჯერ  არ  მცალიან;
სახლს  ვაშენებ, ხომ  ხედავ?
გავითხუპნე  ძალიან.

შენც  ქვიშით  გაისვრები,
ბეწვი  გაგიშავდება;
მერე  ის, რომ  ორივეს
დედა  გაგვიჯავრდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი