გაბუტული ნატო
ბებომ გული გამიწყალა, ამიკრძალა თამაში. მსაყვედურობს , ნუ ცელქობო, ნუ დადიხარ ტალახში; თორემ დედას დავურეკავ, წაგიყვანოს ქალაქში... ჩემო ბებო, ბებიკონა, აბა, ავი არა ვარო? აქ, ხომ ყველგან ტალახია, მიპასუხე, სად ვიარო? არ გავერთო? სახლში დავჯდე? ეს მომბეზრდა ქალაქშიაც. ჭამე-ჭამეს, რომ მეძახი, მე ჯერ სულაც არა მშია; და თუ აღარ მათამაშებ, თვითონ წავალ ქალაქშია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი