ბნელი მთვარე
(უცებ ვიფიქრე რომ არა ,,მთაწმინდის მთვარე" რა მოხდება?) რა მოხდება რომ არ იყოს მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი, აწი აღარ მოიწვეწვდა ლანდებს ხეებში ქსოვილს, რაღა ვუთხარა მთვარეს და ცას დაწყნარებით ხსომილს. იქნებოდა ზამბახები-მთვარე შუქთა მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი,თეთრად მოელვარე, რა მოხდება რომ არ იყოს ასე ნაზი მთვარე. და რომ არ ეძინოს აკაკის ლანდს,ასე მეფურ ძილით, აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, არ მოეფინა ვარსკვლავების კრთომა მხიარული? ბარათაშვილს რომ არ ყვარებოდა ობლად სიარული? და რა საჭიროა სიმღერებში კვდობა,სევდიან გედად? ისე არ იქნება ღამემ სულში თუ არ ჩაიხედა? ან სიზმარსღა რაღად უნდა ციდან-ცამდე ფრთები? უამისოდ ვერ გაშალა ლურჯი იალქნები? სიკვდილის სიახლოვე აღარც ასხვაფერებს მომაკვდავი გედი ჰანგებს,ვარდებს და ჩანჩქერებს, ვერც ვგრძნობ სულისთვის ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა ყველაფერია,ვარდისფერ გზის გარდა. რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რა მოხდება რომ არ იყოს ასე ჩუმი ღამე, აჩრდილნო მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვერ ვეგებები, მეფე არ ვარ და პოეტად,სიმღერით ვკვდები, თუ კი წაჰყვა საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი, რა მოხდება რომ არ იყოს მთვარე ასე წყნარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი