მზეზე მწვავი კოცნა
მე არ მახსოვს ყოფილიყოს მზეზე მწვავი კოცნა, ქარმა ატმის ნორჩი კვირტი ქროლვით გააოცა და მოისხა გაზაფხულის ფარჩა-ხავედრდები, უცდის ვით გააწითლებს არემარეს ის ვარდები. რომლის ფერი გადაეკრა ბაგეს ბროწეულის და ნასტუმრებ ცივ-ცივ წვიმას,შავის და წყეულის, ნესტით მორთო,მთები მწვანე ზეცას შენაერთი და მოიხმო სალოცავად,სავედრებლად ღმერთი. იქ,სადაც მოიხმობენ გარდასულთა ცხედრებს და ამოხევს თვით ეშმაკი ნასიკეთარ გვერდებს. მოეყრება ვარსკვლავების ოქრო,შუქი-მთვარის, გაიხსნება საიქიო,ძველი ნასაყდრალის. და ისინი ვინც ალიგიერს დაავიწყდა მაშინ და დაძრწიან,წანწალებენ წვიმასა და ქარში, იქნებ აღდგეს დაფერფლილი,ნაც-ტუტის მსგავსი და გაიმრთელოს სინიდისი,შუბლის ძარღვის გარსი და შეიგრძნონ,თუ ვით კარგი,მშვენიერი არის, უცოდველად წამოზრდილი ია,მთის ან ბარის, დაინახონ ის ფერები,შეიმეცნონ ძალა, რომელიც სიკვდილსაც კი ქვესკნელეთში მალავს. თეთრი ნაბდით შემოსილა,შემცივნული არე, სიჩუმესთან შეწყობილად ბანსაც აძლებს მთვარე. და როკვის მსაგსად ირწევიან ჩუქურთმები ლერწმის როგორ ტირის,როგორ ბღავის ჩანჩქერები გესმის? არ არსებობს,ყოფილიყოს მზეზე მწვავი კოცნა ოცდაათჯერ ნაფურთხები,სისხლით წარიხოცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი