ტრიოლეტი


მზე არის ახლა შემოსილი ვით ყლორტი ატმის
და როგორც არის ბროწეული ყვავილობისას,
მის მაცქერალს,როგორც ღრუბლები ცრემლები დამდის,
მზე არის ახლა შემოსილი ვით ყლორტი ატმის.

ახლა ჩემს სულს,როგორც ბალახზე მაისი აწვიმს,
უჩინარდება,როგორც წამი თოვლის ლღობისას,
მზე არის ახლა შემოსილი ვით ყლორტი ატმის
და როგორც არის ბროწეული ყვავილობისას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი