ბინდის ფერია სოფელო!
ლექსო,ამოგთქომ ოხერო მ.ხელაშვილი ბინდის ფერია სოფელო! თანდათან როცა ბინდდები, მაშინ ვუყურებ სამყაროს სიცოცხლეს თან ვაკვირდები. როცა ფრთოსანი შეიფრენს და ცხოვრებასავით გაქრება, ნეტაი ეგ მაცოდინა მერე რო ხდება,რა ხდება? ვისც გრძლად ეგონა იარა მოკლე ნავალი ქონია, ნეტაი იმას სოცოცხლის სასწორზე რეები აუწონია? როცა სიკვდილი მტრად მოვა და ერთ წამში აგვყრის იარაღს, აქ დასარჩენად რა შექმენ? იქ წასაღები კი არა. ჩვენ რომ ცხოვრობდით, იქაც კი ბალახი აბიბინდება, ბინდისფერია სოფელი თანდათან როცა ბინდდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი