ზამთრის ტრიოლეტი
ვარ დაღალული,როგორც მზე ყინულ ზამთარში და შემოდგომას წყლის ჩხრიალით წისქვილის ლოდი. გავუტაცნივარ თოვლის ფიფქს ზვავების მთაში, ვარ დაღალული,როგორც მზე ყინულ ზამთარში. შემომხვდებიან ანგელოზები სამოთხის კარში, დამიძახებენ ალბათ საყვირით მჭირდები,მოდი! ვარ დაღალული,როგორც მზე ყინულ ზამთარში და შემოდგომას წყლის ჩხრიალით წისქვილის ლოდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი