ოფელია


რა?როცა მოსწყდება ხეებს ფოთლები
და როცა კვირტები აყვავდებიან,
დაილეწება სევდის ბოთლები,
ბაღის ჩიტები აყვავდებიან.

რა?როცა მდინარის პირას ყვავის შროშანი
და მის ზვირთებში იკლავს ყვავილებს,
მერე იტყვიან იყო დრო-ჟამი
და მის ვნებებს ცეცხლის ტრიალში კვლავ ილევს.

გაქრებიან მწვანე ფოთლები,
დარჩება გაზაფხული კაბის გარეშე
და შემოდგომის სევდის ფოთლები
აეწყობა სუნთქვის გარეშე.

მდინარეს მოაქვს რიდიანი სხეული,ცივი.
რიდიდან გვიმზერს თეთრი ოფელია.
ფოთოლცვენა,შროშანი და ბაღის ჩიტი
მის გათანგულ სველ სხეულზე მოჰფენია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი