მდინარის პირას მოგავლე თვალი
მდინარის პირას მოგავლე თვალი, სველი ნაჭერი შემოგხვეოდა. გიმხელდა წვივებს მარმარილოსი და ნაკვეთებიც კი მას ემთხვეოდა. თლილი ხელები ცურავდნენ წყალში, როგორც გველთევზა პრიალა კანით. მაშინ მომინდა ბაგის შეხება მაგ ლერწამებზე თუნდ ერთი წამით. თითქოს გელოდი ხელგაშლილი თხოვნის მუდარით: "მხოლოდ ერთი,მხოლოდ ერთხელ მაკოცნინე ბროწეულს, მხოლოდ ერთხელ მაგრძნობინე მაგ ნესვების შემოლესვა ჩემს სხეულზე.ასე გამრჯედ,მუყაითად მოწეულს." მხოლოდ ერთხელ მაკრეფინე გაზაფხულის ყვავილები, მზით ნაფერი ოქროს თმების სუდარები შემომფინე, ღრუბლებშიც კი ფრთათ ანგელოზს შენ მოგწვდები, ეს კი ერთხელ,მხოლოდ ერთი კოცნა მამყოფინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი