,,შენ ხარ ვენახი"


მე რომ მინდოდი დად და მეგობრად
გეფიცებოდი ძმობის სახელით,
ვიყავ,ვცხოვრობდი ასე ადვილად
ერთი ჩასუნთქვით,თვალის გახელით.

დღეს,სიზმარში თეთრი ანგელოზი, 
მომევლინები როგორც ნიავი,
მე შემაწუხებს ღამე გოროზი-
ვიფიქრებ-იყავ და არ იყავი.

განა მსურხარ,გავაჩერო ცხენები,
მოვექაჩო გულის ოხერ აღვირებს.
დააწყდება სურვილს ვენები
და ცხელი სისხლი ვნებას აღმირევს.

შენ ხარ ვენახი და მსურს დაგლიო,
ამოვუშრო ქვევრებს კედლები,
მანამდე შეგხვდე მთვრალი ალიონს,
სანამ სიტკბოთი გადაგერევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი