შემოდგომის მე-4 დღე


შემოდგომა მოვიდა,ხეებს
ფოთლები დაცვივდა,
მაგრამ მზე მაინც ანათებს
სხვა სილამაზე არც მინდა.

ჩიტები მაინც დაფრენენ
ისმის საამური სტვენა,
ჭრიჭინებმა კი სრულად
წაგვართვეს ყურთა სმენა.

დილით როცა გავიღვიძებ
ვხედავ,მზე აფენს თავის სხივებს
თან ვუსმენ ფრინველების 
აჟღერებულ სახმო სიმებს.

ცისფერ ცაზე გროვდება
ღრუბელი ქათქათა,თეთრი,
ასეთი რამ არის
ქვეყნად მხოლოდ ერთი.

მთაში ხე ფოთლიანია
ჯერ-ჯერობით გადარჩა ტყე,
ასეთია ჩემ სოფელში
შემოდგომის მეოთხე დღე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი