ადამიანი


ღმერთისაგან გაჩენილი,
ზოგჯერ მარტო დარჩენილი,
ზოგჯერ ნაკლებად ხარისხიანი
ქვეყნად გაჩენილა ადამიანი.

ზოგჯერ ნაკლებად მზიანი,
მიუყენებია ზოგისთვის ზიანი
რადგან ეს არის ადამიანი,
ზოგჯერ ნაკლებად ხარისხიანი.

ადამიანი ერთგვარი ცხოველი,
ზოგჯერ ბოროტი,ზიგჯერ კეთილი
ადამიანი ერთგვარი ცული
ზოგჯერ ხერხია მართლა ნამდვილი.

კეთილი ადამიანი არის 
ბოროტით თავისუფალი,
ამას კი ზემოდან ხედავს 
თავად შემქმნელი,თავად უფალი.

ადამიანი ბოროტის სახით
არის უღმერთო,ბნელი და შავი,
ადამიანი ბოროტის სახით
არის ცბიერი,ეშმაკი,ავი.

ღვთისგან გაჩენილი
ასეთია ადამიანი,
ზოგჯერ მარტო დარჩენილი
ზოგჯერ ნაკლებად ხარისხიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი