როცა ქარიშხალია
როცა ქარიშხალია ირხევა ატმის რტოები, და ჩემი ლექსიდან მირბიან ასოები. როცა ქარიშხალია იქვევიან ხეები, მაგრამ რას იზამ ამას ვერ დაემალები. როცა ქარიშხალია ,,ქარი ქრის" და ,,ქარი ქრის" ახლად გამოსულ ყვავილებს დაბლა ყრის და დაბლა ყრის. როცა ქარიშხალია სასაფლაო ზანზარებს, ეშმაკი ამ დროს მომაკვდავს აძალებს. ახლა ყველაფერი მშვიდია, როცა გრიგალმა დალია, ასე ხდება მაშინაც, როცა ქარიშხალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი