გამარჯვებისა...


მცირე ტომებო,
დიდო ტომებო,
სიდიადენო ჩვენის ქვეყნისა!
ჩვენო ლომებო,
ჩვენო ლომებო,
ჩუქურთმით მკულო ბგერავ ენისა!
მთებო მაღალო,
ზეცავ მაღალო,
მდინარეებო!ჩვენის ქვეყნისა!
მინდა დაგღალო,
მინდა დაგღალო,
ქებით,დიდებით სიტყვის ლხენისა,
ჯვრების მჭედლებო,
სიბრძნის მჭედლებო,
დიდო მგოსნებო!ჩვენის ქვეყნისა,
როკვის ღმერთებო,
როკვის ღმერთებო,
თქვენ ხართ ჯვრის წერა გამარჯვებისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი