მომავალს...
მოგელდებიან თეთრი ცხენები, არწივის ფრთებით,მუხლით ლომისა. აკორდდებიან ქვეყნად ველები, გულში იქნება წმინდა ლომისა. მოვა ხარების მბრდღვინავი ჯოგი, ცაშია აჭრილი საყანწე რქებით, უკან ელვარე გუთნები მორბის გლეხი დალოცვით და მოწოდებით: მიდით,იარეთ,ხანით ველები ააბუბუნეთ ყველგან სიცოცხლე, წვიმით მინდვრები დანასველები გამოფხიზლდება და კვლავ იცოცხლებს. ააშრიალეთ არწივივნო ფრთები, გადაუაროს ავებს გრიგალმა, მე ვაზის დანახვით ვთვრები იხაროს მისმა ჯიშმა,ჯილაგმა. მერე ამოვა სამოთხის მთვარე, მომავლის მთქმელი,სავსე იმედით, წარსულის დროის წამები ვთვალე მომავლის მშობი,წმინდა სიმები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი