გონის აშლა
ასე იცის გონის აშლამ და სურვილით გადარევამ, შემოდგომის ყვითელ ფოთლებს მწვანე ფერში გადავღებავ, ან გავაქრობ მათ მთლიანად გავისტუმრებ ღრმა უფსკრულში, და დავრჩები ნაღვლიანად ცხოვრებასთან მარტო ჩხუბში. ვიჯდები და დავწერ რასაც მეტყვის გული უფერული, შემოვღობავ მერე ზღვასაც არ დაიხრჩოს უბედური. ასე იცის ჭკუის შეშლამ და განცხრომის მდომე კაცმა, რბილთან,ტკბილთან თან უხეშთან ცხოვრებამან ბრმად მიმტაცმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი