ორი სხეული
მე ისე ძლიერ მიყვარს შემოდგომაზე ყვითელი ფოთლების ზღვები, სუსხით ნაფერი ფანჯრიდან მე მათი დანახვით ვთვრები, არა ღვინით,თრთოლვა ამტანი შემოდგომით და ზაფხულს გაყოლილი სულის მოთხოვნოთ. მე ისე ძლიერ მიყვარს ნაზვირთები მწვანე ტალღები, მისი შხეფებით ნასველები შენი სხეული და შენეული მზით დამწვარი ბეჭების კოცნა,ბრილიანტივით მკერდის ყურება. მე ისე ძლიერ მიყვარს შემოდგომაზე ყვითელი ფოთლების ზღვები, ზაფხულს გაყოლილი სულის მოთხოვნა ამ შემოდგომას დაემდურება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი