დრო და სივრცე უგულვებელყოფილია
-გასათვალისწინებელი ფაქტებითაა განპირობებული ჩვენი საუბრის მთავარი თემა. -ბატონო? -დიახ,დიახ.სწორედაც რომ. -აააააა. -ოოოოო. დრო და სივრცე უგულვებელყოფილია -ნახეთ აბა,როგორია? შეაფასეთ,დააკვირდით და დასკვნა მერე გააკეთეთ! -დააკვირდი კარგია,მაგ დაკვირვებას და დასკვნის გაკეთებას თავი უნდა და ამასთანავე დრო. -ჰ,დრო.მაინც რამდენი? -რამდენიც საჭირო იქნება. -მერედა შენ არ გაქ იმდენი დრო რამდენიც ჭირდება დაკვირვებასა და დასკვნების გაკეთებას? -არ ვიცი სადღაც იქნება,მაგასაც დაძებნა ჭირდება.ჩვენ ახლა სად ვართ? -იქ სადაც უნდა ვიყოთ.სა-მო-თხე-ში! -მერედა აქ მე არ შემიძლია დაკვირვება და დასკვნების გაკეთება! -სად ინებებთ? -იქ,ადამიანებთან.იქ ხომ დრო და სივრცე უგულვებელყოფილია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი