კოტე ყუბანეიშვილი- ელექტროობა
ელექტროობა კანონი ომის დენგამტარობა და წინაღობა მეც ისტორიას ვკითხულობ რომის რომ გავამართლო მამაძაღლობა მეცნიერება წინ მიდის თუმცა მაინც ნაკლებად რამე იცვლება ისევ ირეკლავს სიღრმეში სულსა როცა ნაცნობი გარდაიცვლება ისევ იმედი შიში და წრწოლვა ან საავადმყოფოს ძვირი ლოგინი რომელშიც გიწევს ბოლოსკენ წოლა და აღსასრულის ფუჭი ლოდინი და ისე როგორც ქალაქში შტერი რომ ხიბლავს ჭიქის გაზინზილება ადამიანი კოსმოსის მტვერი ცხოვრების ლაფში აიზილება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი