კესანეებმა''' იჩურჩულეს ..
კესანეებმა''' იჩურჩულეს.. ,,არ დაგვივიწყო,, მარტის ქარია ეზო- ეზო რომ ასკინკილობს''.' ისე გამითმა გული წუხელ ბედნიერებით,,, მდინარეს ვგავარ რომ მოღელავს კლდეს მოყვირილობს... ცისფრად ჰყვავიან. მინდორ მინდორ კესანეები.. ვტირი,ვიცინი,ფეხშიშველი სადღაც მივრბივარ... გული გამოსკდა,გაყვავილდა... მარტის ბაღებში... ღმერთო შეხედე , რა უზომოდ ბედნიერი ვარ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი