თითქოს პირი შეკრა დრომ საძაგელმა ..


თითქოს პირი შეკრა დრომ საძაგელმა..
წუთი საათად გადააქცია..
ეზოში ნაძვი რომ მედგა ჩემო
. წუხელ, გრიგალმა გადააქცია..
მინდა ავკრიფო ბროწეულები,,,
კალთაში მარცვლად გამოვარჩიო
იქნებ ფიქრები დაბნეულები,
ერთად ხელისგულს სულ მოვაქციო.
დილა ორმაგად სუსხიანია,
არა და დეკემბერს ერთი თვე ფარავს..
ზამთარი მოდის ქურდის ნაბიჯით,
ადრეზე მეტად მზარავს და მზარავს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი