გაგყიდე.. მერე კი საფასური ..


გაგყიდე.. მერე კი საფასური 
 არ მახსოვს მგონი დავხარჯე..
 გაგკიდე მე ჯვარზე გაგკიდე..
 შენ კი არაფრით დამსაჯე... 
 გზას გავუდექით მე და ეშმაკი 
 ბევრი გამომკითხა შენზე .. 
 მერე მიმიტყუა.. თოკი შემაჩეჩა 
 თავი დაიბიო ხეზე..
 ხოო გაგყიდე.. ვერ დაგიმალავ..
 შენ მაინც ცოდვები იცი ..
 არა და რამდენჯერ რამდენჯერ დაგიდე
 გულწრფელი.. სარწმუნო ფიცი.. 
 ღალატი ცოდვაა ..უნანიებელი 
 ვიცი განა არა ?.. ვიცი ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი