ბებრის ციხესთან


მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ
 მხოლოდ იმიტომ,რიმ დაგენახო,
ზედაზნის ნისლო,ნაზო და სუსტო,
მდინარის თვალო,ტყევ და ვენახო.


მთაზე უბელო ცხენს მოვაჭენებ,
რომ მოგაწონო თავი,ბებერო,
და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე,
როგორ შეგხედო და მოგეფერო.


მე იქნებ ვჩქარობ და სიჩქარეში
რაც დგეს მეკუნვნის,იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი,რომ თქვენ გარეშე 
ვერასდროს ვეგარვიქნები კარგად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი