დავიღალე ტკივილით


დავიღალე... თითქოს ყველაფრით, მაგრამ არაფრით დავიღალე... დავიღალე ოცნებებით, რომლებიც უაზრო ფანტაზიად ქცეულა კარგა ხანია... დავიღალე სიბილწით, რომელსაც ვნებები დაუმონებია და აღარ არსებობს გრძნობები ჩემში... დავიღალე ტირილით, რომელსაც ხელიდან გამოგლიჯეს სინანული და გულწრფერობა და ახლა ქცეულა ის მათხოვრად, ყველაზე მათხოვრად, რომელიც მიხოხავს გზაში და ყველა ფეხს აბიჯებს, რადგან დაუკარგავს წელში გამართვის სურვლი და ადამიანთა პატივისცემა... დავიღალე სინანულით და იმით, რომ შემიძლია ვნანობდე ტკივილამდე... დავიღალე ტკივილით და საკუთარი თავის დადანაშაულებით ყველაფერში, რადგან არ იმსახურებს ცხოვრება თავი დავუხარო და გზა განვაგრძო ან იქვე გავჩერდე... დავიღალე ფიქრებით და აზრებით, რომლებსაც ვიღაცები მუდმივად ლანძღავენ... დავიღალე ხალხით, რომლებიც ხალხობენ და, რომელთაც არაფერი აცხიათ ადამიანების... დავიღალე უარსო მეგობრობით და მარაზმად ქცეული სიყვარულით... დავიღალე არსებობით, რომელშიც მუდმივად უნდა ვასრულო ვიღაცის ნებები... დავიღალე თავისუფლებით, რომელიც არ არსებობს... დავიღალე ყველაფრით და არაფრით... დავიღალე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი