ჩემო


ჩემო, როგორ ავიჩემო სიყვარული,
სადაც არის ოცნებებიც გაჰქრებიან, 
ნეტავ მართლა რა ფერი აქვს ამ სიყვარულს,
ან უშენოდ ამ გაზაფხულს რა ფერი აქვს?!..

მივდივარ თუ ისევ სადმე ვგვიანდები, 
გულში ჩემო ეგ თვალები ჩამრჩენია,
მონატრების ბილიკებზე მოსეირნეს
ეგ სახე და ეგ ღიმილი დამწევია..

გაზაფხულში იასამნებს ვესაუბრე,
საყვედური არასოდეს დამცდენია,
 მაინც შენზე სიყვარულში ვიგალობე
და ფანტელიც სულში იის დამფენია..

ჩემო, იქნებ ყველაფერი წარსულია, 
იქნებ ხელში ყვავილები მადნებიან,
იქნებ ახლა გაზაფხულიც წასულია
მაგრამ გულში იმედები არ ცხრებიან…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი