უშენობა
ოქტომბერში წვიმა მიყვარს წვიმა როგორც სიზმარი არც სევდას რომ არ მოიტანს მაგრამ მაინც ის არი.. ვეძებ ფიქრებს, თვალებს, თითებს, როგორც წინათ ვეძებდი თითქოს კიდეც გავუძელი თითქოს მაინც ვერ ვძლებდი მახსოვს ხშირად შორს წასულმა შენსკენ პირი ვიბრუნე შევიყვარე შენი სახლი შემდეგ ვერ შევიძულე როცა მორჩა ყველაფერი როცა ფარდა დაეშვა როცა გული ვერ გაეშვა დარდებსა და კაეშანს გეძახოდი, გესმის? სადღაც, უცნობ გზებზე მხარეში.. .. ცაში მსურდა აფრენა და მე კი დაბლა დავეშვი.. ოქტომბერში წვიმებია.. გახსოვს? ვარდებს დაგპირდი დაბლა მსურდა დარჩენა და უცებ ცაში ავფრინდი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი