საქართველოდან
..და ერთი მუჭა სამშობლო მქონდა არ მასვენებდა ბედი ტიალი, ქრისტე ღმერთივით ჯვარით დამქონდა კაცობრიობის ორომტრიალი.. .. და მე მოვედი უკუნეთიდან ჩემი სამშობლოს უჭკნობ ველებზე ხან ლექსი იყო ხმალი ხანაც კი ხმალი იყო ვინმე მელექსე.. ..და მოდიოდა მტერი უზღვავი მოდიოდა და არ თავდებოდა მაშინ რაც კი მე მტერთა ვუზღავი ცოდვით სიტყვაც კი გათავდებოდა მაგრამ ვაი რომ გავტყდი შიგნიდან გვიან გავსწორდი ძმასთან პირისპირ ჯავრით და დარდით ჩოხას ვიბდღნი და ბრალი აქ მხოლოდ მე კი მიმიძღვის მტერსაც და ძმასას ძმობაც ვუყავი თითქოს მტარვალმა პირი იბრუნა მაგრამ მე ვისაც ძმობა ვუყავი მტარვალი მანვე შემომიბრუნა არ დამავიწყდა მაინც უფალი მე მას ველოდი, ის მე მელოდა ..და მე ვიყავი, ..და მე ვიქნები, ..და მე ვარ, ..მე ვარ საქართველოდან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი