სინათლე


ყველაფერი მორჩა და
ყველაფერი დაიწყო..
თუ კი რამე მოხდა და
თუ კი რამე არ იყო
შენ ეს არ განიცადო
შენ თავი არ გარიყო..
ვისაც ბევრი უვლია
ცხრა მთა გადაუვლია
თითქოს გულში ღალატი
სულაც არ გაუვლია
ბოლოს მან აურია..
მაგრამ რა ვქნათ, რას ვიზამთ
მაინც აქაურია..
ქვეყნად რაც კი მორჩა და
ქვეყნად რაც კი დაიწყო
ყველაფერი მოკვდა და
ყველაფერი დაიყო
მაგრამ შენ არ იღელვო
არაფერი დაიკლო..
ვინც ადგა და იღელვა
ვინაც ბევრი იდარდა
რა ამაოდ ეგონა
დარდს რომ გადაიტანდა
ეს ცხოვრება მისია
ვინც გაუძლებს ამაოს..
ნაცვლად დარდის, ღელვისა
დაურეკავს მამაოს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი