ლურჯ ალიონზე


ლურჯ ალიონზე
მე ვარ საღამო
დასაბამიდან
დაუსაბამო
ვარდს ვცნობ უეკლოს
გზას კი ეკლიანს
გზა უგზოობის ანარეკლია
ველი სიუხვეს
ვიღებ სიმდაბლეს
რას ვის მივუხვდე
ან ვის მივადგე
ოქროს შანდლებში 
ენთოს სანთლები
ლალის ჭიქები
 აივსოს ღვინით
თუ კი მიდიხარ
 თუ კი მთავრდები
თუ შეღამება იწყება დილით
ოქრო და ვერცხლი
ტყვია და ქალი
ისევ მთავრდება
რაღაც ახალი..
თეთრი და შავი
ღია და მუქი
რაღაც დასრულდა
ჩააქრეთ შუქი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი