მე რომ..
მე რომ მიყვარხარ და რომ მიყვარდე ვერ ვიქნებოდი ვინმეზე მარჯვე რა ცხონებაა უფალს მიჰყავდე შენ კი დანთებულ კოცონში დარჩე მე შენზედ ტრფობა გულში ჩავიდე გზაგასაყარზე ვერ ვითმენ ფიქრებს მე რომ ავდგე და ახლა წავიდე არ ვიქნებოდე გულწრფელი იქნებ.. მე უფალს შევთხოვ შენთან ჯვარწერას შენ ანგელოზთა დასი დაისწრე ოღონდ ახლა და ოღონდ ამჯერად აენთოს შენი სიდარბაისლე მე შეიძლება შემოგრჩე ჩუმად მოგონებებმა სევდით ამავსოს.. შენ შეიძლება ძალიან გძულვარ მე კი მიყვარხარ როგორც არასდროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი