მე და შენ
შენ ხარ ოცნება მზისფერი შუქის და გაზაფხულის ფერები შენ ხარ მე - მაწანწალა, ურჩი და უტყვი ვინც მხოლოდ შენთვის გასწირა ღმერთმა! შენ ხარ ეს თოვლი, თეთრი და სუფთა და სისპეტაკეც ამ თოვლის შენ ხარ მე ვარ ის გული, ის ხმა და სუნთქვა შენთვის სამყაროს რაც სურდა ეთქვა! შენ ხარ ფიქრების მთელი ეს წყება და სილაჟვარდე ზღაპარში თქმული შენ ხარ ცეცხლის და კოცონის გზნება და შემომყურებ როგორც უფსკრული შენ ხარ სანთელი თეთრი და წმინდა ბერ-ათონელის ჩუმი ვედრება მე ვარსკვლავები რაც შენთვის მინდა ვიცი ვერცერთი შემოგედრება შენ ხარ სამოთხის წმინდა კარიბჭე და ანგელოზთა გალობაც შენ ხარ ფრთები რომ მქონდეს, ცაში ავიჭრე დავიფიცებდი შენს თვალებს ღმერთთან! მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ვით მიწიერნი და ფრთებდაჭრილნი ჩვენ ვზივართ ნავში მე - სიყვარულში ახლა ხნიერი შენ - სიყვარულში მარადი ბავშვი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი