ნუთუ კვლავ გჯერა


ნუთუ კვლავ გჯერა იმგვარ ზღაპრების
ოდესღაც ბავშვურ ღიმილს რომ გგვრიდა
არა ამჯერად დაიზაფრები, სასოწარკვეთით გადახვალ გზიდან..

ერთ დროს უშიშარ, მამაც რაინდის
გაბედულ მზერას ვერვინ ვერ ხსნიდა
ახლა ფიქრებმა კიდეც დაინდეს
თორემ ცოტაც და დასცემდნენ ზნიდან

მაინც რა იყო ის დრო და ის გზა
ის ხალხი, სივრცე, ეზო და ბინა
ნუთუ დასრულდა და დასამარდა
წავიდა გაჰქრა და გაიყინა..

არა, ვერაფრით ვერ მოიგონებ
იმ უსასრულო სიყვარულს წინათ
წლებს შუახნისას გადაიყოლებ
და მარტოდმარტო გადახვალ გზიდან…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი