უბრალო ლექსი
მითხრა იყავი პოეტი, არვინ შაგიშლის ხელსაო, მოუყარ აზრებს რითმებში, ხელი აღმართე ღვთისაო, იყავ ურჩი და უგნური, მანამ არ იცვლი პირსაო, შენით განსაჯე,იპოვნე, მორთმეულს, გამზადილსაო, ჰყვარე, იძულე, აღმერთე, არ აყვე შებოჭილსაო. როცა გეტყვიან ინანე, საქმენი წარსულისაო, ჰკითხე, თუ თვითონ ოდესმე, ხეირ ენახოს მისსაო, არ განადიდო არცერთი, თუნდ იყოს მეფე ცისაო, დიდებს არ უნდათ მონობდე, შეჰფერის მხოლოდ ფლიდსაო, თუ ვერ დაუკრავ, იმღერე, მაინც სჯობს მოსმენილსაო, შეიგრძენ ყოველი ნოტი, წარმოთქმულს შენსა პირსაო, რომ დაიღლები, იყვირე, და ნუ წაიხდენ ნირსაო, გონებას ნუ დააძალებ, თავისუფლების შვილსაო, გულით აკეთე საქმენი, და ნუ დაეძებ გმირსაო, რომ შეგეშლების, არ შეცბე, შეცდომა სწავლად ღირსაო. თავი აღმართე, იარე, ნუ დაიღლები სრბოლითა,თანასწორი ხარ წინაშე, კაცთა და ქალთა მოდგმისა... ლაღი იყავი, სილაღით, გული გულობდეს ლომისა... შენი თავის ნუ შეგრცხვების, მეგობარს მეგობრობისა, ბოროტს რომ გადაეყრები, მახვილ ჰკარ სიმართლისაო, ამხილე მაგრამ ნუ განსჯი, განსჯილნი ეშმაკისაო, მათი არ იცი წარსული, ტკივილ ზოგჯერ ჩვენ გცვლისაო.. სიკვდილს ნუ დაემონები, სიცოცხლეს სიცოცხლისაო, თუ კი შედკრები ფიქრებში, ჟამი მოსულა ცვლისაო, ასრე, ამგვარად მიხვდები, ცვლილება იყო ზრდისაო... მითხრა იყავი პოეტი, არვინ შაგიშლის ხელსაო, მეც ჩავუჯექ და მივყევი, გაყოლად ალბად ღირსაო, ყოველი სიტყვა უსიტყვოდ, მივიღე ყურად მოსული, ვუსმენდი მე მის გოდებას, ხელში ჩამაკვდა ნოტები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი