13
მემგონი უკვე მელიან... 13ჯერ ჩამოჰკრეს ზარს... 13ჯერ გთხოვე მეპოვნა, და ვერ გაწვდენდი ხმას... 13 ურჩი დემონი, 13 უთუოდ კლავს... 13 ნაცადი გზა-ხერხი.. 13ჯერ განცდილი მარცხი.. ბედისწერა ხარ 13-ო, არც ნაკლებო და არც მეტო... შევიცან შენი ძალა, და ახლა მისი მწამს... 13 ქარტეხილიდან, 13ვე რომ კლავს, მე ეს მაშინ ვერ შევნიშნე და ვიტყუილებდი თავს... მეგონა იქნებ 13ში, აზრი მეპოვნა სხვა... თუმცა 13მა ფიქრები, გამიცამტვერა მთლად... რა არ მოგარგე, ‘’იმედგავცრუვდი” , მფარველის ხატი დავწერე შენით, ბოლოს 13ჯერ განცდილი მარცხით, მაინც დამედგა უშვერი რქები... 13ჯერ ჩამოჰჯრეს ზარებს და გარინდული გელი... 13ო შენი თუ მმართებს, მაშინ გავშალო ფრთები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი