პაემანი მთვარესთან


მთვარე მისი სიდიადით, 
ზღვის  ზვირთებში კიაფობდა,
მკვეთრად მოსჩანს სახე მისი,
მისი ნაზი დიადემა...

რამდენ სევდას დაატარებ,
რამდენს უთქვამს შენთვის კარგი, 
მზის სხივებთან გავატარე,
თუმცა მკლავდა შენი დარდი.
მაგრამ ისევ დაღამდების, 
მე შენს შუქზე კვლავაც მოვალ,
კაეშანს ვერ გავექეცი 
და საწოლში ისევ ვბორგავ.
ისევ გიხმობ პაემანზე, 
სანთლად შენი შუქი მკრთალი,
მე ღამესთან მარტო დავრჩი,
მთვარესთან მაქვს პაემანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი