შენი ლექსი


მე შენს თვალებზე ლექსი დავწერე,
ღამის წყვდიადში მე მიდგას ფანდი,
მაგ ლაჟვარდებმა ისე მომხიბლეს,
უცებ დავუშვი რომ შემიყვარდი.

მერმე დავფიქრდი, იქნებ აღარ ღირს,
გრძნობის მორევმა წამიღოს ისევ,
მთვარეს მივმართე, ღამის დედოფალს,
მაგრამ პასუხებს ვერ ვიღებ მისებრს.

აქ განთიადიც წამოიმართა ცის კამარაზე,
ისევ ვიხილე მე უდაბურად ლურჯი ოცნება,
მთელი სამყარო მოიცვა ისევ შენს თვალთა სივრცემ,
ლაჟვარდოვანმა და ნათელმა ფერთა კოლაჟმა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი