უსახელო
ნაღარას დაჰკრეს და იქვე ტყის პირას, ჭიხვინ გაისმა მხედართ რემისა ბაზიერებმა მიმინოს უხმეს, იქ უმსხვერპლობა არ ეგებისა, გავაზ აიჭრას ცაში ფრთხიალით, მონადირენიც მიჰყვნენ გრიალით, არ გაგვიდოდეს თქვენ მოისრენნო, ტყიდან ცხოვრლთა ისმის ღრიალი. უშრეტი იყო წყურვილი სისხლის, ისრეთ ალაფი ვის ერგებისა?! ბოლოს მეფემაც, ნახა რომ ღირდა, ისრის სტყოტცნა და მალე მის მიღმა, იყო ნადავლი მეფის ჯარისა, ტყეს სისხლმა დღესაც არად აღირსა, მშვიდობა ნადირს დაუფრთხა თითქოს, მაგრამ ბუნებაც არად არ იხსნა, ცოდვის ტრიალმა და მეფის რისხვამ.. ჩვენში თან ცოცხლობს მორალი ღვთისა, თან ვერ ჩავახშეთ ჩვენში ეს რისხვა, მაგრამ მტაცებლებს რაღა გამოლევს, გემო გავუგეთ, სხვის ხორცს და სისხლსაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი