ლექსი დედაა ჩემი
ლექსი მთელი სამყაროა ჩემთვის. ვწერ შთაგონებით და გადმოვცემ გულით, აქ ვერ ვღალატობ პრინციპებს და ბედნიერებას არ ვყიდულობ ფულით, ლექსი სპორტია, ექსტრემია, გრნობათა კრებულია, ემოციების მთავარი ველია.. მახვედრებს წარსულთან, ნოსტალგიაა ბავშვობის, ტკბილი მოგონებების, გულწრფელი სიყვარულის, იმ უხილავი ძალის, მკრთალი შუქია მთვარის.. მასში ვერ ვცრუობ, მხოლოდ მისგან ვარ მართული. ის წმინდაა ჩემთვის, მეგობარია ჩემი, ცივი წყაროა მთათა, კავკასიონი დიდი, გაზაფხულია ჩემი და თებერვალი ცივი, თეთრი ფიფქია ცაზე, მზის სხივებია დილის ფერეიდანი ჩემი, შემონახული ენა, დიდი რწმენაა იგი, მინდობილი ვარ მასზე, და თუ ინებებს მუზა, შემოვაბიჯებ მთაზე, ოცნებებია თუნდაც, კიდობანია ჩემი, სიყვარულია ძველი, გულის ცემაა კიდევ, თეთრი ღვინოა თითქოს, ცოლიკოური ჩვენი, ის ედემია ცათა და ღრუბელია თეთრი.. ლექსი დედაა ჩემი და ჩუმი ლოცვა გულის, ლექსმა მაჩუქა ბევრი, რაც ვერ ვიყიდე ფულით, გალაქტიონის პალტო, თვით ტერენტია იგი, ზურგით ნათრევი ჯვარი, წმინდა სისხლია ჩემთვის, როცა სიჩუმე სუფევს ის ყურს ჩამესმის ზეცით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი