ჩემი საოცნებო ქალი


მახსოვს უსაშველო წვიმა,
მახსოვს უსაშველო დარი,
ახლა კორიანტელს მიჰყავს
ჩემი საოცნებო ქალი.

მიჰყავს მდუმარებით, ჩუმად,
ფეხის ნაბიჯები ისმის,
მე კი გელოდები, ისევ 
გიცდი,ჩვენს ქუჩაზე გიცდი.

ერთხელ მოიხედე უკან,
ვდგავარ, მთვარიანი ღამე,
როგორ შემომხედე მახსოვს,
როგორ შემადარე მთვარეს.

ისევ ერთი ჭიკა ვისკი,
ისევ ოცნებების გროვა,
გიცდი,ჩვენს ქუჩაზე გიცდი
როგორც სიყვარულის მონა.

ვიცი აუგია ფიცი,
როცა მეფიცები გრძნობას,
მაგრამ , სიყვარულით დამთვრალს
ისევ მიგავმსგავსებ თოვას.

თოვას , ფანტელების, გარეთ,
მხოლოდ სიყვარული თოვდა,
ნუხარ მეფიცები , თორე,
წვიმა საპასუხოდ მოვა.

მოვა, და წალეკავს გრძნობებს,
ზღვაში გადაუშვებს თოვას,
მახსოვს იმ დეკემბრის ფერი,
მაგრამ მჯერა გაზაფხული მოვა.

მოვა როგორც , ოცნებების ფერი,
მოვა, როგორც დღის მნათობი ზეცა,
დამიკრიფე , ვარსკვლავები , გელი,
ნუ  მიყურებ, როცა ვგლოვობ ზეცას.

და თუ სადღაც,წვიმას მოჰყვა თოვა,
და საშველად არ მეყოლა ქალი,
დამიმარხეთ ოცნებები ფერფლად,
იქ სიცოცხლე, ჩემი , მკვდარი არის.

მახსოვს უსაშველო წვიმა,
მახსოვს უსაშველო დარი,
ახლა კორიანტელს მიჰყავს
ჩემი საოცნებო ქალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი