ალუბლის ბაღი


ამ გულის გავლით, შეიგრძნობა ოცნება ურცხვი,
უიმედობით გაწაფული დღეების ათვლა,
უკვე ჰობია, სენტიმენტით მინორულ ჭრილში
და ყოველი დღე უსიცოცხლოდ წამების ათვლა.
თენდება დილა საზიზღარი ნელი ნათებით,
და გონებაში მესახება ხსენება მისი,
საღამოს ისევ შეძახილით ნუ გათენდები
ოხრად მივაგდე ტკივილები ოთახის ძირში.
აღარ გათენდე თუ აპირებ შემიკრა პირი
და შენც ჩემსავით არ დაიწყო წამების ათვლა,
ნუ გათენდები, რადგან ღამით თუ შემიძლია
ფიქრებით მაინც შემოგხედო ალუბლის ბაღთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი