უშენობა გამიფითრდება


საღამოს თორმეტს გამახსენდა სიცოცხლე მისი,
თვალები ღამეს ეგებება ფიქრით დაქანცულს,
ისევ ავიღე ტკივილები სახელად მისი
და ღამის პირველს ნუ გამყიდი სისხლით დანაკლულს.
ორიც მოსულა საღამოსი ტკივილს მიმძაფრებს
მაგრამ ბრძოლა მაქ გამართული გონებით შორის,
საათი სამის თუ მიშველის გამოღვიძებად,
თორემ ლოთობა ახალგაზრდას, აღარ მიხდება.
ისევ პოეტად სიყვარულს ვწვავ გულის ჯიბეში,
და დაფერფლილი წაუღია ლექსებს თამამად,
ოთხიც მოსულა ქარგატანილ ლექსის ფურცელზე
იას მივაბამ სიყვარულით და დროს გავატან.
მოგონებები მებრძლობა საათის ხუთზე,
ბევრჯერ გამაწნა, უშენობამ სულის სასჯელად.
ფანჯრის ზღურბლიდან მზე მთვარეს ცვლის ოთახის შუქზე
და ნუ დაიწყებ მზის მოწმობას ლამპის ნათებად.
ხუთი გათავდა და არ მინდა ექვსი დავაკლო,
შვიდის გათევა ამ გულს ვფიქრობ გაუჭირდება,
თვალებს დავხუჭავ დილის რვაზე თორემ სიტყვებით,
სულის ფორიაქ, გულის მგლეჯავ დილას მპირდება.
და რა აზრიაქ დროის ტრიალს ციფერბლატებზე,
ისრების ტრიალს ელემენტი დიდ დროს პირდება?!
ხოდა მომწყვიტე გალაქტიკას დროის ნიმუშად
სიცოცხლით შექმნის ,უშენობა გამიფითრდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი