N1 შვილი
ამ აპრილს გამომითენდა ღამენათევი დღე, სიცოცხლის წყაროდ მაქცია გაზაფხულის ამ თვემ, შენი პატარა თითებით რომ ჩამეჭიდე დე, ცხოვრების ყველა ჭაობი სულ ამოაშრო მზემ. გულზე დაწვენილს დაგხედე ვერ დაგიჯერე ვერ, ოცნების ასე ახდენა სიზმარს წააგავს ჯერ, შენი პატარა ხელები ჩემს სულს ამშვიდებს დე, შენს გამო დავვალდებულდი ღმერთს სულ ვადიდებდე... მციოდა ქვეყნად ცხოვრება უშენობისგან მე, როცა გამიჩნდი იმედად მეც მაშინ გავთბი დე. გულს ქვემოთ გულის შეგრძნება შენ გამიასმაგე, მას მერე განუყრელი ვართ შენ და მე... მე და შენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი