მოდაშია სიყვარული
მიყვარდა!... როდის? როგორ ამბობ არის წარსული რას ნიშნავს გრძნობა როცა ხდება ვადაგასული მსახიობობდი როცა იყო თემა დადგმული სიყვარულობდა არ მიყვარხარ წრეგადასული. გადავიღალე! არ არსებობს იმან დაგღალოს რაც სიცოცხლისთვის ერთადერთი უკვდავებაა... შენით შექმნილი სიყვარული ეგებ და გაქრეს მხლოდ მაშინ თუ ნებით ქმნილი უშნო ვნებაა. ეგოიზმია წყარო ტკბილი მოჩვენებების როცა ანკარას ჩაასხამენ მღვრიე მორევში და სიყვარულიც ეგოს ტრფობის ტალახ მოსვრილი ბრმად იჩეხება პირველივე რთულ მოსახვევში. მიყვარდა! რატომ? რატომ არქმევ იმას სიყვარულს რაც მოსულიც კი არ ყოფილა.. როგორ წავიდა? და სიყვარული ააცალეს თვით უკვდავებას მზე უსხივებოდ არც კი იყო ისე ჩავიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
zaan kargi leqsia