გაუფერულდა ზამთრის სიცივე ..
გაუფერულდა ზამთრის სიცივე, წლები კი გარბის მაგრამ ისევ ისევ იგივე, გაუფერულდა ზამთრის სიცივე, ვერ დავიოკე წყურვილი ქალის, რომელიც გავს მარტს, არ აშინებს ცივი ზამთარი, ის გახდა მომსწრე ჩემთან ერთად გათენებული მრავალი ღამის, გაუფერულდა ზამთრის სიცივე, წლები კი გარბის მაგრამ ისევ ისევ იგივე, გაუფერულდა ზამთრის სიცივე, მოღალატეა ზამთრის თოვლი, ყინვა და ქარი, მკვრივი დატოვა ყველა გრძნობა მკვრივი და შავი, მოღალატეა ყველა ქალი როგორც ზამთარი, ესე მივდივარ დედამიწიდან მე ცოცხალ მკვდარი, გაუფერულდა ზამთრის სიცივე მაგრამ რატომღაც თამბაქოს კვამლიც სხეულს მიცივებს, გთხოვ ქალბატონო კიდევ ერთხელ მხოლოდ ერთხელ, კვლავ გამიღიმე, მიიპარება ჩუმად ზამთარი, და მეც მივდივარ დედამიწიდან მე ცოცხალ მკვდარი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი