სიგიჟე


სიგიჟეა ყველაფერი,
რბილი დანამატებით,

სიგიჯეა დედამიწა,
მზეც მის თბილი ნათებით,

სიგიჟეა ტალღები ზღვის,
ხშირად იხმობს ქარებს ის,

თვით სიგიჟე ჭკვიანია 
გვაგიჟებს და დაგვცინის,

და ვთმობ გრძნობებს მისთვის.
ვერვინ უმკლავდება ვიცი,
კიდევ რამდენ ხანს დარჩება 
გადაწყვეტილი აქვს მაგრამ 
მის გარდა არავინ იცის,

კიდევ რამდენს გაუჩენს,
ფრენის სურვილს ფანჯრიდან,
მე მას ვეღარ გავუძლებ,
მაგრამ მაინც მხარს ვუბამ,

ვიცი ვერავინ შეძლებს, 
მისგან თავის დაღწევას,
ვიცი ყველა პოემა 
თვით სიგიჟემ დაწერა,

ყველა ჩემი ქმედება 
მისი ნაბოდვარია,

სიგიჟეა ყველაფერი 
რბილი დანამატებით,
გვაგიჟებს და დაგვცინის,
მასთან ვერას გავხდებით,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი