მახსოვს მეძახდი ..


მახსოვს მეძახდი,
არ წახვიდე! 
არ გამეყარო!

მახსოვს ქუჩებში თოვლი იყო,
თითქოს სპეტაკი და უნაკვალო,

ბილიკის სახლის კარებისკენ შემომავალი,
მეუცხოვა და დღემდე ვფიქრობ რას დავაბრალო,

ჩანდა ხეების სილუეტი ნატირიფარი,
შორიახლო,
მე იმის შემდეგ არ მქონია მსგავსი სიზმარი,

ჩანდნენ ბიჭები, გოგოები, 
სიყვარულის რიგში მდგომები,
და ანგელოზებს მიათრევნდენ,
გრძნობის მორევში,

ჩანდა ვენახში ხის კასრები,
ღვინო არაყი,
მე იქ ვიპოვე სამოთხე,
და ღმერთებსაც კი გავუთანაბრდი,

ჩანდა თვალები ამღვრეული,
და ხელები ნაოჭიანი,
მათ დააბრალეთ ეს სიბნელე,
თქვენ ხომ არ ხარ სამართლიანი,

მახსოვს მეძახდი,
არ წახვიდე!
არ გამეყარო!,

მახსოვს სიზმარში თეთრი თოვლი,
ხეები შორი,
რიგი მიჯნურთა,
ანგელოზები,
შენ კი არ ჩანდი ამ ხალხთა შორის,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი