ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება!
მიეჩქარება დედამიწის ყველა ბინადარს, მიეჩქარება სადღაც შორს, შორს.. ჯანდაბისაკენ!.. ახლა შევბაა სიკვდილი და ნეტარება, მიეჩქარებათ მათ ფიქრებს, შორს... მიეჩქარებათ, ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება... მიეჩქარება ყველა უვიცს სინათლისაკენ.. სწორედ ამიტომ შეიფარა უკუნეთმა გენიოსები.. მიეჩქარება ყველას სულით სიმაღლისაკენ, სწორედ ამიტომ მე დავრჩები მიწად, მიწადვე.. მიწა იყავი, მიწად იქეც! მე ამ სიტყვებს მივესალმები.. ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება. და შენს თვალებზე ეგ ცრემლები?! არა, არა ღირს წვიმის წვეთთან მის შედარება... ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება, მის! ყური მიგდეთ, არ მჭირდება მე შებრალება, რადგან... შვებაა ახლა სიკვდილი და ნეტარება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი