15 წლის ირინას
ეძებე სამოთხე დედამიწაზე, ალბათ მოანდომებ სულ რაღაც სამ ოთხ დღეს, ეძებე სამოთხე საბნის ქვეშ მხოლოდ შენ, სარკმლის წინ, გაფრენას ყოველთვის მოასწრებ დამშვიდდი, ეძებე სამოთხე უკუნეთ ღამეში, შეწყვიტე ფიქრებში ეშმაკთა თარეში, ეძებე სამოთხე ნოტებში, სტროფებში, ავყია ეშმაებს სხეულს ნუ ჩაუგდებ საჯიჯგნად მორევში, ეძებე ზღვა მშვიდი, მღელვარედ მშვიდი, მეც მქონდა მომენტი, შავ დღეებს ვერ ვშლიდი, იპოვე ნათება გონების სიღრმეში, მეც ვიყავ 15 ის ყველა ფიქრს მივსდევდი, ეძებე სამოთხე, ალბათ მოანდომებ სულ რაღაც სამ ოთხ დღეს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი